ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ – მიხეილ სააკაშვილი

ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძალები უნდა გავაერთიანოთ, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის.

ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები