ევრო 2024-ზე ბილეთები უეფას პორტალით გაიყიდება – ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაცია პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში დაზუსტებულ ინფორმაციას გაავრცელებს ბილეთებზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.

„ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

მსგავსი თემები