„საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ, მოლდოვაც“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან მეზობელ მოლდოვაზე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

„ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, – აღნიშნავს  ზელენსკი.

მსგავსი თემები