კლანური დაპირისპირებაა… შეიძლება აზარაშვილსაც ძირს უთხრიან – დეკანოიძე

“კლანური დაპირისპირებაა… შეიძლება აზარაშვილსაც ძირს უთხრიან, არც ესაა გამორიცხული იმის მიუხედავად, კობახიძე რას იტყვის,” – ასე ეხმაურება სასწრაფოს ექიმების დაკავებას და კორუფციულ სკანდალს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. იმის მიუხედავად, რომ დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პასუხისმგებლობა სრულად აარიდა, “დღის ამბებთან” დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ აზარაშვილის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდეს.

დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ პრემიერების ცვლილების შემდეგ ინტერესთა სფეროების გადანაწილება მიდის.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბური გამოვლინება. იმიტომ, რომ ქართულ ოცნებასთან კორუფციასთან ბრძოლაც ორმაგი სტანდარტების და შინაგანი დინებების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ კორუფციული სკანდალი, მათ შორის თქვენ მიერ გაშუქებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადახარჯვა თანხების, ბოროტად უფლებამოსილების გამოყენება, არაერთხელ ვნახეთ, როგორ მდიდრდებიან ადამიანები ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ ამაზე არ ჰქონია ხელისუფლებას რეაქცია. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, ეს კონკრეტული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, კონკრეტული კლანური დაპირისპირებაა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ორი ინტერესთა ჯგუფის შეჯახება.
ახლა ქართულ ოცნებაში არის აშკარად განხეთქილება და ეს ნიშნავს იმას, რომ წინა პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გარშემო კოჰორტა, რომელიც არის, მათ განსაკუთრებულად არ მოსწონთ ირაკლი კობახიძე და ეს მუდმივი დაპირისპირებაა კლანებს შორის, თორემ არავის ეპარება ევი, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ არის გამოხატულება ქართული ოცნების,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

სუს-ის ინფორმაციით, ევექსი იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები მათ კლინიკებში შეეყვანათ. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

მსგავსი თემები