რამდენადაც ვიცი, საგარეოსგან არანაირი საუბარი არ ყოფილა ელჩებთან – ზურაბიშვილი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეხვედრების მიზანია, გამოსწორდეს ხარვეზები და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოების მიერ უბნების გახსნაზე ელჩებთან შეხვედრები მომავალ კვირაშიც იქნება.

,,ყველა სახელმწიფოს ელჩმა გამოაცხადა მზადყოფნა, ჩვენი პარტნიორების ქვეყნებმა, რომ ჩვენ გაგიადვილოთ ეს საკითხი. მე რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის მზად ვარ მოვისმინო ამის შესწორება, არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ, რომ ამის მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან, მოლდოვამ ჩაატარა 150 უბანი გახსნა არჩევნებისთვის. თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზიები გვაქვს, ალბათ ჩვენ შეგვიძლია და რატომ ვამბობ, რომ ჩვენ ამის რესურსები არ გაგვაჩნია”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები