„აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“ – ეროვნული ნაკრების მესიჯი მსოფლიოს გასაგონად – ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა!

„ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა“, – ეს ფრაზა კიდევ ერთხელ გამყარდა 26 მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სანუკვარი გამარჯვება მოიპოვა, იმ ღამეს, როცა მთელი საქართველო ამ ისტორიულ დღეს ზეიმობდა, ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს მესიჯი გაუგზავნეს  – “აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა”ეს სიტყვები ნიკა კვეკვესკირს ეკუთვნის, რასაც მთელი ნაკრები აყვა.

ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა, გალიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, კვეკვესკირის მშობლები ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ.

ევრო 2024-ის ფლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულმა გუნდებმა მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დაასრულეს.

შეგახსენებთ, შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.

ამ გამარჯვებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წელს გერმანიაში გაიმართება.

მსგავსი თემები