„ორი შვი­ლი დარ­ჩა…“ – ვინ არის ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ქალი

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

და­ღუ­პუ­ლი ქალი მა­რე­ხი მა­კა­რა­ძეა. მას ორი შვი­ლი დარ­ჩა, მათ შო­რის ერთი ახალ­შო­ბი­ლი.

“მარეხი მაკარაძე რით ვანუგეშო ჩემი ძმა რძალო წაგიყვანე და ვეღარ ამოგიყვანე არ გამომატანეს შენი თავი. როგორ გაიხარებენ ჩემი ძმის და ჩემი ძმიშვილების ცოდვით არ ვიცი… რა მიმძიმს უშენობა, თავი სიზმარში მგონია… მე როგორ ვარ და ჩემი ძმა რით ვანუგეშო…

ღმერთო,რა დიდი ტკივილია… ღმერთო, გააძლიერე ყველა, გასკდა გული…

რა საშინელებაა, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ოჯახს მხნეობა მისცეს…

აუცილებლად ყველამ პასუხიი უნდა აგოს, ვინც შენ სიცოცხლე წაგართვა და ჩამოგაშორა შენს ანგელოზებს…” – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობლები.

ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა -ოჯახი მედპერსონალს ადანაშაულებს

მსგავსი თემები