31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ხვალ მნიშვნელოვანი დღე იქნება: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია შენგენის ზონისთვის, რომელიც თავისუფალი გადაადგილების მსოფლიოში ყველაზე დიდ ზონას წარმოადგენს. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მოთხოვნით ძალაში რჩება სასაზღვრო შემოწმება სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე. ოფიციალური ვენა შიშობს, რომ რუმინეთი და ბულგარეთი უკანონო მიგრანტების ნაკადებს ვერ უმკლავდებიან.

მსგავსი თემები