რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 1273-ზე მეტი ბავშვი.

“დონეცკში – 524, ხარკივში – 343, ხერსონში – 149, კიევში – 130, დნეპროპეტროვსკში – 125, ნიკოლაევში – 103, ზაპოროჟიეში – 100, ჩერნიჰივში – 72, ლუჰანსკში – 67”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი თემები