განსაკუთრებით ფრთხილად იყოს “ქართული ოცნება” – მელია

“ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა მელია “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს – ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ივანიშვილს გუნდს მოუწოდებს, რომ 5-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალოს.

მელია დარწმუნებულია, რომ ახალ ძალას გააჩნია საარჩევნო ბარიერის გადალახვის პოტენციალი და მეტიც,  2024 წლის არჩევნებზე პატარა პოლიტიკური პარტიები ხმათა უმრავლესობის მიღებას შეძლებენ.

მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე პარტია “ახალი” გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია. არჩევნების შედეგებით, დარწმუნებული ვარ, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური რეალობა და პარტია “ახალი” სხვა პარტიებთან ერთად იქნება, სამთავრობო კოალიციის ბირთვის ჩამომყალიბებელი ძირითადი ძალა. მართლა ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც” რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ, საპირისპირო მოხდება, განსაკუთრებით ფრთხილად იყოს „ქართული ოცნება”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები