ექიმებს ორსული ქალი ავადმყოფ პაციენტში შეეშალათ და აბორტი გაუკეთეს

პრაღაში, ბულოვკას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმებმა ორსულ პაციენტს შეცდომით აბორტი გაუკეთეს.

როგორც შემდგომში გაირკვა საავადმყოფოს ერთდროულად ორმა ქალმა მიმართა, ერთი მათგანი, ორსული პაციენტი, საავადმყოფოში რუტინული გამოკვლევისთვის მივიდა, მეორე კი ოპერაციის გაკეთებას აპირებდა, რომელიც საშვილოსნოს დაავადების სამკურნალოდ ტარდება. ასეთი ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ორსულობის შეწყვეტის მიზნითაც.

ექიმებს გაურკვეველი მიზეზების გამო, ორსული პაციენტი ავადმყოფ ქალში აერიათ და ოპერაცია გაუკეთეს. ქალმა ჯანმრთელი ნაყოფი დაკარგა.

საავადმყოფოს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც შესაძლოა ინციდენტში იყო ჩართული, დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.

მსგავსი თემები