რუსეთში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს – ტაჯიკეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

რუსეთში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითიზე” თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს – 24 წლის ნაზრიმად ლუტფულოის, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქეა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოსკოვის სასამართლოში მას ტერაქტის მუხლით წაუყენეს ბრალი. სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

აზრიმად ლუტფულოი მეცხრე დაკავებულია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ცნობისთვის, დანარჩენი რვაც წარმოშობით ტაჯიკეთიდანაა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. შემთხვევა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის – ოთხივე ტერორისტი.

ბოლო მონაცემებით, “კროკუს სითი ჰოლში” ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა.

 

მსგავსი თემები