ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა ბარში მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივ ბარში მძევლები აიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.

ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

პოლიციის თქმით, ტერორისტულ აქტზე ეჭვის მიტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას.

მსგავსი თემები