უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სოფელი ანდრეევკა  ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

არსებული ცნობით,  უკრაინულმა ძალებმა ანდრეევკაში ოკუპანტების წინააღმდეგ ოთხი ავიაიერიში განახორციელეს და  რუსების ოთხი პუნქტი გაანადგურეს,

„ანდრეევკა საბოლოოდ გათავისუფლებულია რუსული ოკუპაციური ძალებისგან, ისევე, როგორც ლაზოვოე, რომელიც ჩვენმა არმიამ საბოლოოდ გაათავისუფლა რუსებისგან“, – აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებაში.

მსგავსი თემები