დნესტრისპირეთში ,,საარჩევნო უბნების” გახსნისთვის, მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და გააძევა

დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო ,,არჩევნების” ორგანიზებასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

როგორც მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი, რომელიც სამინისტროში დაიბარეს.

,,მოლდოვურმა მხარემ გააპროტესტა რუსეთის მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვის ხელისუფლების პოზიციის საწინააღმდეგოდ. დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად”, – ამბობს პოპშოი.

მსგავსი თემები