საჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით – ანა ნაცვლიშვილი

„ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს სახელისუფლებო გუნდი და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მომხმარებლების დასჯასა და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორებისა და მათი მფარველების დასჯაზე, ხოლო მომხმარებლების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხზე.

„სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა მომხმარებლების დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე. ეს სერვისები ძალიან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში, რაც ხელმისაწვდომია, არის საშინლად ძვირი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები