საოპერო მომღერალი, ლამარა ჭყონია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს თეა წულუკიანი, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.

ცნობილი სოლისტი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

60 წლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული. ცნობილი საოპერო მომღერალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები