მანქანა ველოსიპედს შეეჯახა (ვიდეო)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მანქანა ველოსიპედს შეეჯახა. შეჯახებას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, მოძრაობა გაჩერდა. შემთხვევა რიტანის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ველოსიპედით მოსიარულე მსუბუქად დაშავდა.

ზოგადად, ჩინეთში ქვეითად გადაადგილება საკმაოდ საფრთხილოა, რადგანაც, ყველა მხრიდან ყველაფერი მოდის, გზას არავინ არავის უთმობს და ყველა დასწრებაზეა. შესაბამისად ავტმანანების მძღოლებისთვისაც საკმაოდ რთულია მოძრაობა, რადგანაც ველოსიპედები თუ მოტოციკლეტები ყველა მხრიდან მოძრაობენ და არავინ იცის, რომელი მხრიდან ვინ “შემოგივარდება”.

მსგავსი თემები