ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ირაკლი კობახიძე

მინდა, მივულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია. „ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს. სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი…

მეტი...

ოქროს კონტრაბანდის გამო 2 პირი დააკავეს

ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ორივე შემთხვევაში დაკავებულებს მანქანაში მოწყობილი სამალავით შემოჰქონდათ ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება 130 000 ლარს აღემატება. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფი”-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები”, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც…

მეტი...

უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება – ცვლილებები კანონში

უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დააინიცირა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, საჭირო იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს წარმატებით გადალახვა. კანონპროექტის მიხედვით, კორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

მეტი...

პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ერთი წევრი გამოაკლდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ერთი წევრი გამოაკლდა. ინფორმაციას საქართველოს სასამართლოს გუშაგი ავრცელებს. ,,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ პროცესში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობა კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა. დღემდე გამოქვეყნებული არ არის 18-დან ერთ-ერთი კანდიდატის, ხატია ჯავახიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, შესაბამისად ის ვეღარ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და მისი რეგისტრაცია უქმდება. აღსანიშნავია, რომ ხატია ჯავახიშვილი მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაკავშირებული პირია, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი ვანო ბოლქვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორია. ამასთან, ხატია ჯავახიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კონსულტანტია…

მეტი...

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის, ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გიორგი გოგიაშვილთან ერთად, ასევე, დაიღუპა ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი, რომელიც უკრაინაში დაკრძალეს. „ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად, დაიღუპნენ. გიორგი გოგიაშვილს, 21 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია…

მეტი...

ისტორიის მძარცველებს ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე – არქეოლოგი

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გოდერძი ნარიმანიშვილი ამბობს, რომ წალკის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ორ ადგილზე ამოთხრილი დახვდათ ყორღანის შიდა სივრცე. არქეოლოგი განმარტავს, რომ მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში მომავალი წყალსაცავის ტერიტორიაზე არაერთი ყორღანი გაითხარა, იქ აღმოჩენილი მასალები კი ეროვნული მუზეუმის მუდმივ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ნარიმანიშვილი თქმით, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ძირითადი აღმოჩენები ადგილზე უკვე გაკეთებული იყო, თუმცა 1999 წელს, როცა ზამთარში წყლის დონემ მაქსიმალურად დაიწია, კიდევ მრავალი არქეოლოგიური ძეგლი ნახეს, გამოვლინდა რამდენიმე სრულიად ახალი ყორღანი და სამაროვანი. ,,2024 წლამდე ყველა არქეოლოგიური ობიექტი ხელუხლებელი გვხდებოდა. წლევანდელმა მონიტორინგმა კი აჩვენა, რომ ჩვენი ისტორიის მძარცველებმა, რომლებიც მეტალოდეტექტორებით არიან აღჭურვილი,…

მეტი...

პოლონეთი და გერმანია ქმნიან კოალიციას უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის

პოლონეთისა და გერმანიის მთავრობები ქმნიან კოალიციას უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის, განაცხადა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში და გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი შეხვდნენ პოლონეთში “ვეიმარის სამკუთხედის” ქვეყნების შეხვედრის შემდეგ. თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ კოალიციის მუშაობა ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე დაიწყება 26 მარტს და მას შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია. ,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც შეიქმნა”, – უთხრა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს. თავდაცვის მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას სამხედრო სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაში, რომლის მიზანიც იქნება მოიგერიონ შესაძლო თავდასხმა ევროკავშირის…

მეტი...

თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ,,ომის ეკონომიკაზე” უნდა გადავიდეს და ყველაფერი გააკეთოს კიევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. მიშელმა გამოაქვეყნა სვეტი ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებსაიტზე სათაურით ,,თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის”, სადაც მან აღწერა ის ნაბიჯები, რომლებიც, მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გადადგას ამ ამოცანების მისაღწევად. მიშელი წერს, რომ ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ – ,,ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე, როგორც ის არ გაჩერებულა ყირიმში 10 წლის წინ”. მისი თქმით, კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და…

მეტი...

ნისლი, თოვლი, წვიმა – დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...