ნავალნის სიკვდილის გამო, EU-ს მინისტრები 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, უცნობია. თუმცა, როგორც EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები მათ შეეხება, ვინც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

მინისტრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი.

მსგავსი თემები