წინასაარჩევნოდ ეკლესიას დაფინანსება 60 მლნ-მდე გაუზარდეს

არჩევნების წინ საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონამდე იზრდება. ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა დამალული განკარგულებით 30 მილიონი გამოუყო, ახლა კი კობახიძემ კიდევ 5 მილიონი დაუმატა.

ეს ყველაფერი არ არის. ამას ემატება თვითმართველობების მიერ გაწეული დაფინანსება და ის მიწები, რომლითაც  სახელმწიფო ეკლესიას გულუხვად ასაჩუქრებს. “ქართული ოცნების” გულუხვობა კი უანგარო არ არის. ხელისუფლება არჩევნებში საპატრიარქოს დახმარების მოლოდინშია.

რაში დაიხარჯება სახელმწიფოსგან დამატებით გამოყოფილი 35 მილიონი? ოფიციალურად 22 მილიონი საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდს გადაერიცხება. ანუ გამოდის, რომ ფონდმა ყოველთვიურად 2 მილიონის ღირებულების ღონისძიებები უნდა გამართოს.

ინფპრმაციას “პირეველები” ავრცელებს, მედიასაშუალება, როგორც იუწყება ამაოდ ცდილობდნენ გაერკვითა, რა პროექტებს ახორციელებს ეს ფონდი. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფონდის ხელმძღვანელი კი სამსახურში საერთოდ  არ დადის იმ მოტივით, რომ ახლა დიდი მარხვაა და ტაძარშია მსახურებაზე.

მსგავსი თემები