ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით, ვერ აიცილებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩაიდინეთ – მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას

„სხდომაზე გამომსვლელი ოპოზიციონერები სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, მიგრაციასა და ფასებზე დაიწყეს საუბარი. ძალას, რომელიც შემიძლია ნაციონალისტურ- სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას შევადარო, როდესაც ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: გირგვლიანი გაუგიათ? რობაქიძე გაუგიათ? ასობით ახალგაზრდა რომ ჩაცხრილეს ქუჩაში იციან? 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი, რომელთაგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამათთან როგორ შეიძლება მორალზე საუბარი?!“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პარტიის გასამართლება მოხდეს.

„ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით. რომ გამოეყავით „ნაციონალებს“ გგონიათ აირიდებთ პასუხისმგებლობას? ვერ აირიდებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩაიდინეთ. გასამართლება აუცილებლად მოხდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები