გერმანია უკრაინას €500 მილიონი ოდენობის დახმარებას გადასცემს

ბორის პისტორიუსი აცხადებსმ რომ გერმანია ხელს შეუწყობს უკრაინის დაცვას აგრესიული ომისგან მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მასალის შემდგომი მიწოდებით. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის ახალ დახმარებას დაჰპირდა.

როგორც პისტორიუსმა “რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბუნდესვერის საწყობებიდან უკრაინისთვის 10 ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდება იგეგმება. ამასთან, დახმარების ახალ პაკეტში შედის 100 ერთეული ჯავშანტექნიკა ქვეითებისთვის და 100 ერთეული სატრანსპორტო ტექნიკა.

მსგავსი თემები