მარიონეტული რეჟიმი პუტინს „დამაჯერებელ გამარჯვებას” ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ე.წ. პრეზიდენტებისგან მილოცვებს იღებს. ვლადიმერ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გულთბილად მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ კენჭისყრის შედეგებმა დამაჯერებლად აჩვენა რუსეთის მოქალაქეების ფართო მხარდაჭერა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიციონერობის მიმართ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიერონ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, რაც რუსი და აფხაზი ხალხების ინტერესებს პასუხობს.

ბჟანიამდე პუტინს არჩევნებში გამარჯვება ოკუპირეული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმაც მიულოცა.

მსგავსი თემები