,,უნდა გავზარდოთ შავ ზღვაზე საბრძოლო შესაძლებლობები, ხანდაზმულობის გარეშე დავსჯით მოღალატეებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია სასაზღვრო ორგანოების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, საზღვაო მიმართულებებითაც.

,,ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება შავ ზღვას”, – განაცხადა პუტინმა ФСБ-ის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

,,არ დავივიწყოთ ვინ არიან ისინი, ჩვენ დავსჯით მათ ხანდაზმულობის გარეშე, სადაც არ უნდა იყვნენ”, – დაემუქრა პუტინი იმ დივერსანტებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის საზღვრიდან აქტიურ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ და რის გამოც ბელგოროდსა და კურსკის რეგიონებში მუდმივი საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმები ისმის.

მსგავსი თემები