ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა

ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა და უბრძანა, ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში დატოვონ.

,,რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის ქცევა შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან… მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ,” – ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, სანამ ავსტრია ამ ნაბიჯს გამოაცხადებდა, მანამდე რუსეთმა განაცხადა, რომ საპასუხო რეაქციას ექნებოდა. რუსეთმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას “უსაფუძვლო” უწოდა.

ავსტრიის ამ გადაწყვეტილებით, რუსი დიპლომატების რაოდენობა, რომლებიც ავსტრიამ 2020 წლიდან გააძევა, 11-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები