ნიგერიაში, 300-მდე მოსწავლის გასათავისუფლებლად, გამტაცებლები 620 432 დოლარს ითხოვენ

შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც 7 მარტს ჩრდილოეთ ნიგერიის სკოლიდან 286 მოსწავლე და თანამშრომელი გაიტაცეს, მათი გათავისუფლებისთვის 1 მილიარდი ნაირა (620 432 დოლარი) მოითხოვეს. ინფორმაცია Reuters მძევლების ოჯახების სპიკერმა და ადგილობრივმა მრჩეველმა, ჯუბრილ ამინუმ განუცხადა.

,,მათ სულ მოითხოვეს 1 მილიარდი (ნაირა) გამოსასყიდი სკოლის ყველა მოსწავლეზე, სტუდენტზე და პერსონალზე… მათ დასვეს ულტიმატუმი, რომ გამოსასყიდი გადაეხადათ გატაცების დღიდან 20 დღის განმავლობაში და განაცხადეს, რომ მოკლავენ ყველა სტუდენტს და პერსონალს, თუ გამოსასყიდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა სპიკერმა.

თანამდებობის პირის, იდრის იბრაჰიმის ცნობით, გამტაცებლებმა ფარული ნომრიდან დარეკეს, ,,მაგრამ ხელისუფლება მუშაობს ნომრის მიღებაზე.”

მსგავსი თემები