რუსეთი ღამით თავს დაესხა ხარკოვისა და სუმის ოლქებს

რუსეთმა ღამით ხარკოვისა და სუმის ოლქებს რაკეტებითა და ,,შაჰიდის” ტიპის დრონებით შეუტია.

სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით თავდასხმა იყო სუმის რეგიონის “ოთხი ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე”: რეგიონულ ცენტრს, შოსტკას, ტროსტიანეცს და ბელოპოლიეს.

გარდა ამისა, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა შოსტკასა და ტროსტიანეცზე, იუწყება ადმინისტრაცია.

რაც შეეხება ხარკოვს, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი წერს, რომ რუსეთმა ხარკოვს S-300-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. სინეგუბოვის თქმით, რამდენიმე ,,არასაცხოვრებელი სამოქალაქო შენობა” დაზიანდა ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში, მსხვერპლი არ არის.

მსგავსი თემები