ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გააგზავნის

ევროპის პარლამენტი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გააგზავნის.

ასევე, საკანონმდებლო ორგანო რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილებას არ ანიჭებს არც ერთ ევროპარლამენტარს და ემიჯნებიან ნებისმიერ ევროდეპუტატს, რომელიც არჩევნებზე დასაკვირვებლად დამოუკიდებლად გადაწყვეტს რუსეთში წასვლას.

ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ტარდება.

მსგავსი თემები