15 წლის გოგოს, რომელმაც ბიძა ძალადობაში ამხილა, ოჯახი ჩვენების უარყოფას სთხოვს

აჭარაში 40 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმე 15 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროების მუხლით არის აღძრული.

გოგონა, რომელიც ბიძას ძალადობაში ადანაშაულებს, მომხდარის გასაჯაროების შემდეგ ჯერ დეიდის მხრიდან გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ახლა კი მშობლები მას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების უარყოფას თხოვენ.

არასრულწლოვანის დედა მომხდარზე კამერებთან არ საუბობს და მედიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

მსგავსი თემები