თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია გაქურდეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში შესვლა კარის დაზიანების შედეგად მოახერხა. სალაროდან წაღებულია 400 ლარამდე თანხა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებულია ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

მსგავსი თემები