საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები 20 ქვეყნიდან, გმობენ რუსეთის ,,არჩევნებს” უკრაინის ტერიტორიაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები 20 ქვეყნის პარლამენტიდან – ევროპის ათეულობით ქვეყანა, ასევე აშშ, კანადა და ისრაელი – უერთდებიან განცხადებას, რომლითაც არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების ჩატარება ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

,,ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს და მის მუდმივ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის მუდმივი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის აუცილებლობა და ნათქვამია, რომ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს კრიტიკულ კონტრზომას კრემლის რეპრესიული და აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ.

განცხადებას უერთდება: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, დანია, ირლანდია, პოლონეთი, გერმანია, იტალია, უკრაინა, მოლდოვა, ისლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ბელგია, აშშ, კანადა.

მსგავსი თემები