ბელგოროდში განგაშის სიგნალი და აფეთქებებია

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმები ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში კვამლის სვეტი შეინიშნება.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროუკრაინული დივერსიული ჯგუფები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში შეჭრას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებენ და ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები