რუსეთში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, მაგადანის ოლქში Mi-8 ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენს ერთ-ერთი მაღაროდან მუშები გადაჰყავდა.

სატრანსპორტო პროკურატურა აცხადებს, რომ ბორტზე 20 ადამიანი იყო, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულია 1 ადამიანი, ორი კი დაშავდა.

უწყების წინასწარი შეფასებით, მომხდარის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები