,,ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა” – ბორელი

ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

,,ჩვენ ეს შევძელით: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა უკრაინის დახმარების ფონდზე.

ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი.

მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც დასჭირდება გამარჯვებისთვის”, – წერს ბორელი.

მსგავსი თემები