რუსთავში, ერთ-ერთ აფთიაქში ავტომობილი შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ავტომობილი შევარდა. ინფორმაციას ადგილობრივ გამოცემა ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი მანქანას აჩერებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და აფთიაქის მინას შეეჯახა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მსგავსი თემები