,,ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები… შუშები ეყარათ ბავშვებს” – აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ექსპერტები მუშაობენ და 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას ამოწმებენ. შენობაში, სადაც 93 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერი აფეთქება ღამის დაახლოებით 3 საათზე მოხდა, რაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.

აფეთქების კერა პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართი აღმოჩნდა. კორპუსში მაცხოვრებლები ამ ეტაპზე შენობიდან გამოყვანილები არიან. შუშები ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე კორპუსებშიც.

,,ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები… შუშები ეყარათ ბავშვებს”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

მსგავსი თემები