ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
,,აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”, – განაცხადა თბილისის მერიამ.