16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს – გეოლოგების დასკვნა უდეში მეწყრულ პროცესებზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები ცნობილია.

სპეციალისტებმა, სტიქიის ზონაში მყოფი 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს. რომელთაგანაც 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს.

მერიის ცნობით, საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე უკვე გაიყვანეს, ხოლო კიდევ 3 ოჯახას ალტერნატიული საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, 2 ოჯახი კი სახლის დატოვებაზე უარს აცხადებს.

,,ადიგენის მერიამ საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაუყოვნებლივ უზრუნველყო, კიდევ 3 ოჯახს მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც შეეხება დარჩენილ 2 ოჯახს, ისინი ამ ეტაპზე უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის დატოვებაზე. რაც შეეხება დარჩენილ 8 სახლს, ოჯახები ადგილზე არ იმყოფებიან და ყველა მათგანი დაკეტილია.

გეოლოგებმა აქტიურ მეწყრულ არეალში მდებარე სხვადასხვა ლოკაციებიც დაათვალიერეს, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაიცა.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: “მეწყრული პროცესების ამჟამინდელ არეალთან ყველაზე ახლოს 8 ოჯახი იმყოფება, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ახლად გააქტიურებული მეწყრის მიერ გამოწვეული დეფორმაციები დღეისთვის არ შეიმჩნევა”.

მსგავსი თემები