აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს და სამი არასამთავრობოს დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გადასცეს

აშშ-ის ელჩი მოსკოვში ლინ ტრეისი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ სამი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია არასასურველად იქნა ცნობილი. დიპლომატს გადასცეს ნოტა, რომელშიც მოთხოვნილია, რომ შეწყვიტოს ამ ორგანიზაციებისთვის რაიმე ტიპის დახმარება.

რუსეთის საგარეოს მტკიცებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ “ანტირუსული მიმართულების” პროგრამებსა და პროექტებს.

ელჩს უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების დახმარება თუ გაგრძელდება “ჩაითვლება რუსეთის კანონმდებლობის დარღვევად”. სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის “საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები” მკაცრად აღიკვეთება.

მსგავსი თემები