ელისო კილაძე, ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ნარკოდანაშაულის სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე მის მიერ ნარკოტიკების გასაღების მასშტაბური სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს გუშინ, 6 მარტს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ყაზბეგის გამზირზე, მისი მისამართით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

,,შემთხვევა მოხდა ყაზბეგის გამზირზე, დაახლოებით 2 -დან 3- ის ნახევრამდე, როდესაც მე მივედი სილამაზის სალონში. როდესაც მანქანიდან გადმოვედი კუთხეში, მაშინვე საეჭვო ადამიანი შევნიშნე, რომელიც ყურადღებით უსმენდა ჩემი და ჩემი თანმხლები პირის საუბარს. მოხდა გასროლა. გამოძიება დაიწყო და მეუბნებიან, რომ 32 წლის გიორგი იანტბელიძე უნდა გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით, რომ ის აივანზე იმყოფებოდა, წმენდდა სანადირო თოფს და შალითაში ჩადების დროს შემთხვევით გაუვარდა. ასეთი რამ არ ხდება, არც სანადირო თოფს წმენდენ, როდესაც ვაზნებია მასში და არც შალითაში დებენ ვაზნებიან თოფს”, – ამბობს ელისო კილაძე.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო [იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება].

მსგავსი თემები