ვეძებთ დამატებით ვარიანტებს უკრაინის დასახმარებლად – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გააგრძელებენ მუშაობას კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ საკუთარ სისტემაში, ჩვენი მთავრობისა და მთელი ადმინისტრაციის ფარგლებში, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ვერც ერთი ეს ძალისხმევა ვერ შეცვლის იმ მოცულობას და მასშტაბებს, რასაც დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის დამტკიცება მოგვცემდა”, – თქვა კიბიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები