ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ნორვეგიის პრემიერმინისტრი, იონას ჰარ შტორე ავრცელებს.

,,უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა”, – აღნიშნა შტორემ.

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს, მხარი უკვე 15-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა.

მსგავსი თემები