პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება:

პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.

კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები