„მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს“- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება. ეს განცხადება მან გააკეთა პარიზში, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე.

„თუ არ მოხერხდება აგრესორის შეკავება, ის გააგრძელებს სვლას და ფრონტის ხაზი უფრო და უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ თქვა სანდუმ, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან ერთად.

„ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ -აღნიშნა მან.

მსგავსი თემები