აზერბაიჯანის პოლიციამ ონლაინ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისები დაარბია. დაკავებულია მედიასაშუალების ორი ჟურნალისტი ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი. სხვა ჟურნალისტების ადგილსამყოფელი კი უცნობია.
როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის განუცხადა, ჩატარდა „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ჩხრეკა Toplum TV-ის ოფისში გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა და ოფისიც დალუქეს.
ცნობისთვის, Toplum TV დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტია, რომელიც 2016 წელს, მედია ადვოკატის ალასგარ მამადლიმ დააარსა.