ФСБ-მ კარელიაში ბელარუსი აქტივისტი მოკლა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, კარელიის რესპუბლიკაში ტერაქტი აღკვეთა. ბელარუსის მოქალაქე ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა. რუსმა სამართალდამცველებმა ის დაკავებისას მოკლეს.

ФСБ-ს განცხადებით, მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევისას ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ოფიცრებს. ამოღებულია ასაფეთქებელი საშუალებაც, იარაღი და საბრძოლო მასლაც.

რუსეთის სადაზვერვო სამსახური ამტკიცებს, რომ ლიკვიდირებული პირი უკრაინის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული.

იქამდე კი ტელეგრამ არხ Astra-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს ოლონეცკის რაიონში 49 წლის ნიკოლაი ალექსეევი მოკლეს, რომელიც ბელარუსელი აქტივისტი და 2020 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილე იყო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. ალექსეევის სიკვდილი დამოუკიდებელ ბელარუსულ გამოცემა Nasha Niva-ს მისმა ვაჟმა, ვლადისლავ ალექსეევმა დაუდასტურა.

ჯერჯერობით უცნობია რატომ იმყოფებოდა ნიკოლაი ალექსეევი რუსეთში.

მსგავსი თემები