კიმ ჩენ ინმა საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მსხვილ სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის ვიზიტი სამხედრო ბაზაზე მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ორშაბათს რეგიონში ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. გასულ წელთან შეადრებით, წელს სწავლებაში ორჯერ მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობს.

„ჩვენმა არმიამ სტაბილურად უნდა გაააქტიუროს სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიმართულია საბრძოლო შესაძლებლობების სწრაფი გაუმჯობესებისკენ, სრული საომარი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მსგავსი თემები