ვინ არის იტალიაში ქართველის მიერ მოკლული ქართველი ემიგრანტი

იტალიაში, 2 მარტს, სალერნოს რეგიონში ქართველმა ქართველი ემიგრანტი მოკლა. მოკლული 49 წლის პავლე შუბითიძეა. ქართველის მკვლელობის საქმეზე, ადგილობრივმა პოლიციამ ოლეგი ჭუჭულაშვილი დააკავა. თვითმხილველების თქმით, საღამოს 19 საათზე ორ პირს შორის დაიწყო ფიზიკურ დაპირისპირება, რის შედეგადაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. კონფლიქტის წარმოშობისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ჯო ბაიდენი ნიკი ჰეილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ

ჯო ბაიდენი ნიკი ჰეილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ. „ტრამპმა თქვა, რომ ჰეილის მხარდამჭერები არ სჭირდება. მე კი ვამბობ, რომ ამ ადამიანებისთვის ჩემს საარჩევნო კამპანიაში ადგილი მოიძებნება”, – ნათქვამია თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაში. მანამდე დონალდ ტრამპის მთავარმა კონკურენტმა რესპუბლიკური პარტიიდან ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას ეთიშება, თუმცა საკუთარი მხარდამჭერებისთვის ტრამპის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებია. ამის გამო ჰეილი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა.

მეტი...

სიახლე მოგზაურებისთვის – რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 3 000 ან 50 000 ევროთი

მალიორკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, ებრძოლონ დაუმორჩილებელ ტურისტებს დასვენების ცხელ წერტილში „ნულოვანი ტოლერანტობის“ გეგმების შემოღებით და მათ 3000 ევრომდე დაჯარიმებით, ანტისოციალური ქცევისთვის. მაიორკას დედაქალაქ პალმას მერმა, ხაიმე მარტინესმა განუცხადა გასართობი ინდუსტრიის ლიდერებს ბერლინის ITB ტურისტულ გამოფენაზე, რომ ის და მისი ადმინისტრაცია მუშაობენ კუნძულზე “გავრცელებული” უპასუხისმგებლო ტურიზმის შესაჩერებლად. ,,ეს ნაბიჯი აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბალეარის კუნძულების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ესპანეთის ახალი კანონები, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსვენებლები მალე დაჯარიმდებიან ქუჩაში ალკოჰოლის დალევისთვის. ოქტომბერში გაირკვა, რომ ცუდი ქცევის მქონე ტურისტებს შესაძლოა აეკრძალოთ კუნძულებზე შესვლა, მათ შორის იბიცასა და მაიორკაზე. კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაუმე…

მეტი...

ფილიპინებში მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებში მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეპიცენტრი კაბანგლასანის პროვინციაში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

,,შენთან რა უნდოდა სიკვდილს” – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,გლოვობს ჩემი ბათუმი, ხელვაჩაური. გარდაიცვალა 27 წლის გიორგი გორგაძე”. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ,,ვუსამძიმრებ სრულიად ხელვაჩაურს. შენთან რა უნდოდა სიკვდილს… ,,შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიოს ლამაზი სული,  დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა.  სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს… გიო ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა  გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ,  ესეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია… არ…

მეტი...

რუსეთში, სამ ოლქში დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, გასული ღამის განმავლობაში 6 უკრაინული დრონით შეტევა მოიგერიეს. უწყება წერს, რომ ერთი დრონი შეაჩერეს კურსკის ოლქის თავზე, 3 გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და 2 ტულას ოლქში. მსხვერპლის ან ზარალის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობისთვის, გუშინ დრონით თავდასხმის შედეგად, კურსკის ოლქში სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ქარხანა არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმო. ის ეკუთვნის კომპანია “Металлоинвест”-ს რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.

მეტი...