სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, სომხეთის პოზიციაა, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება მთლიანად სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ.

კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი პოტენციალს იძენს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის სომხეთს აქვს აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ერევნის ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე სომხეთს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ოფიციალური არხებით რუსეთისთვის არ უცნობებია.

მსგავსი თემები